1998 წელს სკოლაში აღინიშნა სკოლის დაარსებიდან 80 წლისთავი,სკოლას სტუმრობდნენ აწ უკვე გარდაცვლილი, მარგველი ეპისკოპოსი მეუფე კონსტანტინე, წმინდა მღვდელმოწამის შთამომავლები, სასულიერო პირები, რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელობა და საზოგადოების წარმომადგენლები. წმინდანის შთამომავლებმა სკოლას უსახსოვრეს წმინდანის სურათი, რომელიც დღემდე ამკობს სკოლის ცენტრალურ კედელს და სკოლაში მოაბრძანეს ახალმოწამეთა ხატი. მეუფე კონსტანტინემ აკურთხა ხატი და სკოლა. დალოცა სკოლის მოსწავლეები და სკოლაში მოღვაწე მასაწავლებლები .
No comments:
Post a Comment